20:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 13:19:24, 1779 ნახვა

მსოფლიო
„აბრამოვიჩი ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს“ - ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბი გაყიდა

ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბის გაყიდვა დაამტკიცა და განაცხადა, რომ სანქცირებული რუსი მფლობელი რომან აბრამოვიჩი გაყიდვით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს.

ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის სახელმწიფო მდივანმა ნადინ დორისის განცხადებით, კლუბის გრძელვადიანი მომავალი მხოლოდ ახალი მფლობელის პირობებში იქნება უზრუნველყოფილი.

„იმ სანქციების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ დავუწესეთ პუტინთან დაკავშირებულ პირებს და უკრაინაში სისხლიანი შეჭრას, კლუბის გრძელვადიანი მომავალი მხოლოდ ახალი მფლობელის პირობებში იქნება უზრუნველყოფილი“,- წერს დორისი Twitter-ზე.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი „უზრუნველყოფენ გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენებას უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ომის მსხვერპლთა მხარდასაჭერად.

ცნობისთვის, სამშაბათს, ინგლისის პრემიერ ლიგამ განაცხადა, რომ მისმა საბჭომ დაამტკიცა კლუბის გაყიდვა ჯგუფზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ამერიკელი ბიზნესმენი ტოდ ბოელი.

„ჩვენ ვისაუბრეთ შესაბამის საერთაშორისო პარტნიორებთან საჭირო ლიცენზიებისთვის და მადლობას ვუხდით მათ თანამშრომლობისთვის”,- განაცხადა სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ გაყიდვამ დაასრულა კლუბზე აბრამოვიჩის მფლობელობის თითქმის ორი ათწლეული. რუს ოლიგარქს ჰქონდა კავშირები კრემლთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები მას შემდეგ, დაუწესა რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics