20:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-22 14:17:30, 1460 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი - სანქციებმა პრაქტიკულად დაარღვია ყველა ლოჯისტიკა ჩვენს ქვეყანაში

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არის სტიმული ახალი ლოგისტიკური დერეფნების მოსაძებნად. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა ასტრახანის რეგიონში სამუშაო ვიზიტისას განუცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთის სანქციები რუსეთს სერიოზულ ლოჯისტიკურ პრობლემებს უქმნის, რის გამოც იძულებულები არიან ვაჭრობის ახალი გზები მოძებნონ.

 

"სანქციებმა, რომლებიც ამჟამად დაწესებულია რუსეთის ფედერაციაზე, პრაქტიკულად დაარღვია ყველა ლოჯისტიკა ჩვენს ქვეყანაში. და ჩვენ იძულებულნი ვართ ერთად ვეძებოთ ახალი ლოგისტიკური დერეფნები. არსებობს ასეთი ცნობილი - ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი. ...იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ განვიხილავთ ამ მიმართულებას, ამ პორტებს, მისადგომებს პორტებთან, ხიდებთან, გზებთან, არ უნდა არსებობდეს ისეთი საცობები, რომლებიც არ მოგვცემს რეორგანიზაციის საშუალებას“, - განაცხადა საველიევმა.

საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი (ITC) "ჩრდილოეთ-სამხრეთი" არის მულტიმოდალური მარშრუტი აზიიდან ევროპაში მგზავრებისა და ტვირთების გადასაზიდად რუსეთის გავლით. ის დააკავშირებს, კერძოდ, რუსეთს, აზერბაიჯანს, ირანს და ინდოეთს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics