15:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 14:22:39, 1373 ნახვა

ომი უკრაინაში
„უკრაინისთვის მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკვე გზაშია“ - კულება ბლინკენს ბერლინში შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ახალი იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. 

"მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკვე უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა", - წერს კულება სოციალურ ქსელში. 

უკრაინის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო უკრაინული საკვების ექსპორტზე აფრიკასა და აზიაში.

„მადლობელი ვარ სახელმწიფო მდივნის ბლინკენისა და შეერთებული შტატების ლიდერობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, - დასძინა კულებამ.

ცნობისთვის, დმიტრო კულებას განცხადებით, პარტნიორები არ ელოდნენ გაჭიანურებულ ომს, მაგრამ მისი კურსი შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო, თუ უკრაინას საჭირო იარაღი ექნებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics