2022-05-15 11:41:58, 1099 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებით, ევროვიზიაზე ეროვნულმა ჟიურიმ 12 ქულა უკრაინას მისცა
საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს, რასაც მათივე თქმით, მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ულოცავს უკრაინას დამსახურებულ გამარჯვებას",- წერია განცხადებაში
ავტორი: ექსპრესნიუსი,