|
2022-05-14 14:00:59, 2917 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი უკრაინასთან მოლაპარაკებაა
ვერ ვხედავ ცვლილებას რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განზრახვებში მასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცმა T-online-თან ინტერვიუში განაცხადა. კანცლერის თქმით, რუსეთმა თავი „დრამატულ სიტუაციაში“ ჩაიგდო. გარდა ამისა, შოლცი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან აგრესორს მოუწევს მოლაპარაკება უკრაინასთან, რადგან რუსეთმა უკრაინაში ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია. „უკრაინა არ არის დაპყრობილი, ის ოსტატურად იცავს თავს, ავლენს სიმამაცესა და თავგანწირვას. ნატო არ გასულა, მაგრამ რეალურად გააძლიერა ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგი. ის კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან. თავად რუსულმა არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, ბევრად მეტი, ვიდრე საბჭოთა კავშირის ავღანური კამპანიის ათი წლის განმავლობაში. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი უკრაინასთან მოლაპარაკებაა“, - განაცხადა შოლცმა. შოლცმა სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობად უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა დაასახელა. სანამ ეს არ მოხდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრებას გაგრძელებს. „რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ქვეყნის შესაძლებლობა ისარგებლოს მსოფლიო პროგრესით, დაბლოკილია მანამ, სანამ ნამდვილი მშვიდობა არ დადგება“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა. შეგახსენებთ, რომ შოლცსა და პუტნს შორის საუბარი 13 მაისს შედგა, სადაც კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს სამი ძირითადი თეზისი გაუჟღერა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)