13:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 20:33:24, 1397 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი - უკრაინა უნდა აღდგეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთმა კი პასუხი აგოს

ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა აღდგეს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და დაისაჯონ.

" ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა აღდგეს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ უკრაინაში გაანადგურეს, ხოლო უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და დაისაჯონ. ასევე, არცერთი პატიოსანი ლიდერი და არცერთი პატიოსანი სახელმწიფო არ დაიჯერებს იმას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. არ შეიძლება, ეს შეფასდეს ისე, რომ ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან ადამიანები დაიხოცნენ. აგრეთვე, მე არ წარმომიდგენია, რომ არსებობს რუსეთში, რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების ნორმალური შესაძლებლობა." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics