2022-05-13 13:44:15, 1834 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მაკრონმა ვლადიმერ პუტინის სახის გადასარჩენად უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა
მაკრონმა პუტინის სახის გადასარჩენად უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-ის ეთერში.
ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი მხარეებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდა და უკრაინისგან კომპრომისებზე წასვლას ითხოვდა.
" მას სურდა ჩვენს შორის შუამავლობაში შედეგები ეპოვა. მან ვერ იპოვა. და არა ჩვენი მხრიდან. მან ვერ იპოვა შედეგი რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მან შემომთავაზა წინადადებები რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სუვერენიტეტის დათმობასთან, რათა პუტინის სახე გადავარჩინოთ... ვფიქრობ, ეს არ არის სწორი საქციელი"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,