|
2022-05-13 12:57:07, 1935 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული ბანკებით ვეღარ ისარგებლებენ - რადამ 26 მილიარდიანი აქტივების ნაციონალიზაციას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სახელმწიფო რუსული Sberbank-ისა და VEB.RF-ის (ყოფილი Vnesheconombank) უკრაინაში არსებული შვილობილი კომპანიების ნაციონალიზაციის შესახებ. მიღებული კანონის თანახმად, უკრაინული Sberbank-ისა და VEB-ის შვილობილი კომპანიების კორპორაციული უფლებები, ისევე როგორც მათი ფინანსური აქტივები, რომლებიც განთავსებულია სხვა უკრაინულ ბანკებში, სახელმწიფო საკუთრებაში გადავა. " რადას დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე საპრეზიდენტო სასწრაფო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს,"- აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის წინადადებას უკრაინის ბაზრზე მყოფი რუსული ბანკების 26 მილიარდიანი აქტივების ნაციონალიზაციის შესახებ,
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)