09:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 16:13:59, 1322 ნახვა

საზოგადოება
ტაჯიკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ტაჯიკეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის თემატიკაზე მომუშავე დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით,  შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. საუბარი შეეხო საქართველოს გარემოსდაცვითი განათლების პოლიტიკას, სატყეო სექტორის მართვის პრინციპებს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას.

„ტაჯიკეთი ამ ეტაპზე მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის შემუშავებაზე. საქართველოში ვიზიტით მყოფ კოლეგებს გავაცანით ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად ხორციელდება; ასევე, ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის კუთხით”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

ტაჯიკეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის, პარლამენტის ეკოლოგიური კომისიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა  და ორჰუსის ცენტრის წარმომადგენელები.

„ძალიან საინტერესო იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენებები  გარემოსდაცვითი განათლების და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ჩვენთვის სასარგებლოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება. მოხარულები ვართ მჭიდრო თანამშრომლობისა და თქვენი პრაქტიკის გაცნობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის დაცული ტერიტორიის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნაჯმიდინ ნაზმუდინოვმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics