22:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 14:07:51, 1375 ნახვა

მსოფლიო
გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინელ ხალხს ატლანიკურმა საბჭომ პრემია მიანიჭა

გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინელ ხალხს ატლანიკურმა საბჭომ პრემია მიანიჭა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ატლანტიკური საბჭო Twitter-ით ავრცელებს.

ცერემონიის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც უკრაინელი ხალხის სახელით ატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინელების გმირობას ხედავს, უნდა ახსოვდეთ ისც, რომ ამ სიმამაცის უკან ათასობით რეალური ისტორია, სახელი და გმირი დგას.

ვიდეომიმართვაში ზელესნკიმ, კონკრეტული სამხედროების, ექიმებისა და  ბავშვების გმირობის მაგალითზე ისაუბრა. მათ შორის იყო 7 წლის ვარია, რომელიც ფულს ტელეფონისთვის აგროვებდა, მაგრამ  სამხედროებს ბრონიჟილეტების საყიდლად მისცა. 15 წლის გოგონა ლუგანსკიდან, რომელიც ოკუპანტებმა ფეხში დაჭრეს, თუმცა მაინც შეძლო ავტომობილის მართა და 4 დაჭრილი ადამიანის უსაფრთხო ადგილას გაყვანა.

„არ შეგეშინდეთ, ჩამოდით უკრაინაში და ათასობით ასეთი ისტორიის მოისმენას შეძლებთ უკრაინელებზე. ჩახედეთ მათ თვალებში, ჩამოართვით ხელი და ნახავთ, რომ ამ ყველაფერს ჯილდოს გამო არ აკეთებენ. დაინახავთ, რომ მათ არა მხოლოდ ჯილდოები, არამედ დახმარება - იარაღით, ტექნიკით, ფინანსებითა და სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ სჭირდებათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics