09:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 10:57:14, 987 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო

შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ქალაქის ტერიტორიაზე დარგულ მცენარეებზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, აქტიური წამლობის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისის მერია ავრცელებს".

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, კომპლექსური წამლობის სამუშაოები, როგორც მავნებლების, ასევე, სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე განხორციელდა.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორ ვახტანგ ნოზაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. 

მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოები, შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: ვაკის პარკში, მ. თამარაშვილის ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, 26 მაისის მოედანზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, გულუას ქუჩაზე, წყნეთის გზატკეცილზე, კლდეკარის და ხერთვისის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, რუსთაველის გამზირზე, ტ. შევჩენკოს და ნ. მუსხელიშვილის სახელობის სკვერებში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული მონიტორინგისა და წამლობის ღონისძიებებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. ამ მიზნით, კომპანია თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. „ეკოსერვის ჯგუფმა“ 2021 წლიდან დღემდე, ასობით მისამართზე არსებული გამწვანებული ტერიტორიის შეწამვლის სამუშაოები განახორციელა.

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics