09:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 19:07:55, 1207 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჯაბნიძეებისა და ქიძინიძეების სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა

მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ჯაბნიძეებისა და ქიძინიძეების სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, ადგილობრივებს სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი პროგრამებისა თუ  პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  ადგილზე მოისმინა სოფლის საჭიროებები და მათთვის საინტერესო კითხვებს  უპასუხა.

,,სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები  რეგიონში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება. შეხვედრების მიზანია ადგილზე გავეცნოთ მოსახლეობის საჭიროებებს და კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად შევძლოთ არსებული გამოწვევების მოგვარება. დღემდე ამ ფორმატის საშუალებით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა და კვლავ გრძელდება აქტიური მუშაობა, რომ ნებისმიერი მოქალაქის მიერ დასმული საკითხი იყოს გადაწყვეტილი“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, სოციალური საკითხები - ეს ის თემებია, რომელზეც ადგილობრივებმა შეხვედრებისას გაამახვილეს ყურადღება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics