2022-04-21 18:56:40, 1602 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - ვკრძალავთ რუსეთთან დაკავშირებული გემების შესვლას ამერიკულ პორტებში
ვკრძალავთ რუსეთთან დაკავშირებული გემების შესვლას ამერიკულ პორტებში. - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავრცელებს.
მისივე თქმით, ეს არის გზა რომელიც მოსკოვს მოაქცევს იზოლაციაში.
"არცერთ გემს, რომელიც დაცურავს რუსეთის დროშის ქვეშ, არ მიეცემა აშშ-ის პორტში, ან ჩვენს სანაპიროებზე შესვლის ნება", - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ქალებისა და ბავშვების. ამ ყველაფერს კი ევროპისა და აშშ-ს მხრიდან რუსეთის მიმართებით სერიოზული სანქციები მოჰყვა. პირველად სანქცირებულ პირებს შორის პუტინი და მასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,