18:35 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 17:44:18, 1535 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ინფრომაციით, კადიროვი პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას დაჰპირდა

უკრაინაში შეჭრის დაგეგმვისას, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას დაჰპირდა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დანილოვმა აღნიშნა, რომ 26 თებერვალს უკრაინაში სამი ჯგუფი შემოვიდა, მათგან ერთი უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს, ხოლო ორმა კი უკან დაიხია და ქვეყნის ტერიტორია დატოვა.

„ჩვენი უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გეგმა კადიროვმა 3 თებერვალს პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო. ამ შეხვედრაზე შეთანხმებული იქნა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმა და კადიროვმა აიღო ვალდებულება, რომ მისი ჯგუფი ამას გააკეთებს, “ - განაცხადა დანილოვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დაზვერვის თანახმად, 20 მარტს, უკრაინაში ბოევიკების მორიგმა ჯგუფებმა ჩამოსვლა დაიწყეს, რომლებიც დაკავშირებულია პუტინთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტთან და PMC Liga-ს (ვაგნერის) მფლობელთან, ევგენი პრიგოჟინთან.

კრიმინალების მთავარი ამოცანას უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია წარმოადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics