13:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 12:04:03, 1469 ნახვა

სამართალი
გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი წარუდგინა. 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განხორციელებული რეფორმის შედეგად და საპროკურორო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, 2022 წელს გენერალური პროკურორის ბრძანებით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა.

ღონისძიებაზე, ადამიანის უფლებთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე შენგელიამ დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიღწეულ პროგრესზე  და  გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების ჯეროვნად შესრულების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროკურორთა საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის იმპლემენტაციის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს გაძლიერებისა და დეპარტამენტად გარდაქმნის სტრატეგია, რომელიც 2012 წლიდან დამოუკიდებელ სტრუქტურული დანაყოფს წარმოადგენდა.

ადამიანის უფლებების მიმართულებით ინოვაციური მიდგომებისა და  პროკურორების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს  ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მონიტორინგი, ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების შესწავლა, ანალიზი და პროკურორებისათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს პროკურატურის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუციურად დამოუკიდებელი, ძლიერი და მიუკერძოებელი უწყების რეფორმირების პროცესში.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics