12:15 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 13:37:18, 759 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმერ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალიტეტზე - ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გვჭირდება რეფერენდუმი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალიტეტი, უსაფრთხოების გარანტიები და არაერთობლიობის სტატუსი. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა რომ, ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება და არა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფურცელი.

"ეს არ არის ბუდაპეშტის მემორანდუმის კიდევ ერთი ფურცელი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს დოკუმენტი სერიოზულ შეთანხმებად ვაქციოთ. 

უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, რამდენადაც მახსოვს, რუსეთისთვის ყველაზე პრინციპული პუნქტი სწორედ ეს იყო და ამის გამო ომი დაიწყეს. ", - განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინას ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმზე შეუძლია, რადგან კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

"უკრაინაში რეფერენდუმი უნდა იყოს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი რეფერენდუმის შესახებ. უსაფრთხოების გარანტიები ნეიტრალურ სტატუსს ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. რეფერენდუმი ჩატარდება რამდენიმე თვეში, ხოლო კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics