12:15 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 13:31:26, 796 ნახვა

მსოფლიო
მერის განცხადებით, მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, საჭიროა მოსახლეობის ევაკუაცია

მერიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. მისი თქმით, 160 000 მშვიდობიანი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

ამასთანავე, მერის ინფორმაციით, 400 000 ადამიანი ელოდება ევაკუაცას მარიუპოლიდან, თუმცა რუსულმა ძალებმა მათ გზის გახსნის საშუალება არ მისცეს. 

„ქალაქში კვლავ რთული ვითარებაა, ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. რუსეთის ფედერაცია გვეთამაშება, ჩვენ დამპყრობლების ხელში ვართ", - განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ. 

ცნობისთვის, რუსეთი, რომელიც უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას და ჰუმანიტარულ დერეფნების წარუმატებლობას უკრაინას აბრალებს. მარიუპოლი ფართოდ განიხილება, როგორც სტრატეგიული პრიზი რუსი დამპყრობლებისთვის, რათა შექმნან ხიდი ყირიმთან, რომელიც 2014 წელს რუსეთმა დაიპყრო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics