12:15 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 12:31:20, 860 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვა - რუსეთის ჯარს უსაფრთხოების კუთხით მზარდი პრობლემები აქვს

რუსულ ჯარებს, უკრაინელების აგრესიული წინააღმდეგობის გამო, უსაფრთხოების კუთხით მზარდი პრობლემები აქვთ, - ამის შესახებ უკრაინული მედია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ლოგისტიკის პრობლემებს ამძაფრებს შეტევების მუდმივი ნაკლებობა და ზნეობა რუს სამხედროებს შორის, ასევე, უკრაინელების აგრესიული წინააღმდეგობა“, - წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერზე.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ სასტიკი ბრძოლები მარიუპოლის რაიონში გრძელდება, რადგან რუსეთი ადგილობრივი პორტის დაკავებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულმა ჯარებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყეს. რუსი ოკუპანტები ბომბავენ და ანადგურებენ უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ბომბავენ ქალაქებსა და სოფლებს, საცხოვრებელ კორპუსებს. ოკუპანტების დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics