2022-03-09 16:29:03, 814 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - ვოლოდიმერ ზელენსკის მკვლელობა უკვე 10-ჯერ სცადეს
უკრაინის პრეზიდენტზე ვოლოდიმერ ზლენსკიზე თავდასხმის უკვე ათზე მეტი მცდელობა იყო. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა დაჯგუფება, რომელიც კიევის სამთავრობო კვარტალში შეღწევას ცდილობდა, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მძლავრი ქსელის წყალობით, მისადგომებთანვე ლიკვიდირებულია.
მანამდე ბრიტანული გაზეთი The Times-ი დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსული ქვედანაყოფების სამი მცდელობა იყო, მოეკლათ ზელენსკი.
ზელენსკიზე. "მონადირე" რაზმებს შორის სახელდება ჩეჩნური დაჯგუფებები და ასევე კერძო კომპანია ვაგნერის მებრძოლები, რომლებიც სინამდვილეში კრემლს ექვემდებარებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,