11:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 11:44:50, 776 ნახვა

ეკონომიკა
ამერიკული საბანკო ჰოლდინგის Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები რუსეთის დეფოლტს აპრილის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ

ამერიკული საბანკო ჰოლდინგის Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები რუსეთის დეფოლტს აპრილის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ. ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ფეისბუქზე იუწყება.

რუსეთის საგარეო ვალის დაფარვის შანსები მცირდება ობლიგაციების ფასების დაცემის, ქვეყანაში მოსალოდნელი რეცესიის და უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადახდებზე სხვადასხვა შეზღუდვების დაგროვების გამო.

"ჩვენ განვიხილავთ დეფოლტს, როგორც ყველაზე სავარაუდო სცენარს", - თქვა სიმონ უევერმა, განვითარებადი ბაზრების გლობალური ხელმძღვანელმა.

პროგნოზების თანახმად, დეფოლტი შეიძლება მოხდეს უკვე 15 აპრილს, ანუ 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ კუპონის გადახდებზე, რომელიც რუსეთის მთავრობამ უნდა გადაიხადოს 2023 და 2043 წლებში დამწიფებულ დოლარის ობლიგაციებზე.

Moody's-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი B3-დან Ca-მდე შეცვალა - ახლა რუსეთის ფედერაციას დეფოლტამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

რეიტინგის დაქვეითება გამოწვეულია რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებზე კონტროლის დაკარგვით, რაც შეზღუდავს ტრანსსასაზღვრო გადახდებს, კერძოდ, სახელმწიფო ობლიგაციებზე ვალების მომსახურებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics