20:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 12:11:25, 734 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვა - უკრაინის წინააღმდეგობის მასშტაბმა რუსები გააოცა, მათი წინსვლა მნიშვნელოვნად არის შენელებული

უკრაინის წინააღმდეგობის მასშტაბები და სიძლიერე აგრძელებს რუსეთის გაოცებას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ანგარიშში წერს. 

უწყების ცნობით, რუსეთის მიერ დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა ადგილობრივთა მორალურ გატეხვას ემსახურება და ოკუპანტის წინსვლა მნიშვნელოვნად არის შენელებული. 

"უკრაინის წინააღმდეგობის მასშტაბები და სიძლიერე აგრძელებს რუსეთის გაოცებას. რუსეთის მიერ დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა ადგილობრივთა მორალურ გატეხვას ემსახურება.

რუსეთი ადრე იყენებდა მსგავს ტაქტიკას ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საბრძოლო მასალის გამოყენებით.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მომმარაგებელი ხაზებს შეუტია, რის გამოც რუსეთის წინსვლა მნიშვნელოვნად არის შენელებული. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი ახლა ცდილობს დამალოს საწვავის სატვირთო მანქანები, როგორც რეგულარული დამხმარე მანქანები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები,"- წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics