2022-03-05 15:14:47, 679 ნახვა
მსოფლიო
მარიუპოლში ევაკუაცია გადაიდო - რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის გამო მარიუპოლში ევაკუაცია გადაიდო.
"რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას. არავითარი ცეცხლის შეწყვეტა არ ხდება მარიუპოლში.”, - აცხადებს მერის მოადგილე.
ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია 11 საათზე უნდა დაწყებულიყო. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან უკრაინაში "დუმილის რეჟიმი" გამოაცხადა. შეთანხმების მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობისგასასვლელად ჰუმანიტარული დერეფნები უნდა გახსნილიყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,