17:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 20:18:35, 796 ნახვა

მსოფლიო
დავით არხამია - რუსეთთან ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ

„დღეს, ამ ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ“, - ასე მიმართავს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია საქართველოს მოსახლეობას.

მან ასევე, საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ უკრაინას მხარს ასე მტკიცედ უჭერთ. ქუჩაში გამოხვედით და ვიდეომიმართვები ჩაწერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამიჯერეთ, პატარა ყურადღებაც კი ჩვენი ჯარისკაცისთვის მორალურად ძალიან ბევრს ნიშნავს.

დღეს ჩვენი ჯარისკაცები რუსულ არმიას ებრძვიან. არმიას, რომლის სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინულ ჯარს, თუმცა რუსები მორალურად მარცხდებიან.

2008 წელს საქართველოშიც მსგავსი ვითარება იყო, სამწუხაროდ, მაშინ საქართველომ რუსეთის დამარცხება ვერ მოახერხა. დღეს ამ ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ. ვიცი, რომ ყველაზე კარგად გესმით, ის, რაც ახლა ხდება“, - ამის შესახებ „მთავარი არხთან“ დავით არახამიამ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics