16:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 10:03:23, 860 ნახვა

მსოფლიო
ხერსონის მერის განცხადებით, ქალაქი ოკუპირებულია და დაღუპულია ბევრი ადამიანი

უკრაინის ქალაქ ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ხერსონის მერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქალაქში დაბომბეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა, რის შემდეგაც, იქ ხანძარი დაიწყო. 

მერმა სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ მოახდინოს „მწვანე კორიდორის“ ორგანიზება, რათა „შეაგროვონ ასობით გვამი“. ხერსონის მერმა ასევე ითხოვა დახმარება პროდუქტების სახით. 

ხერსონის მერმა ასევე განაცხადა, რომ დაიღუპა და დაიჭრა ბევრი ადამიანი, როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics