15:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 15:42:08, 510 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედია - რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, ხვალ გაიმართოს

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, 2 მარტს, ხვალ გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამ ეტაპზე უცნობია, იგივე შემადგენლობით გაიმართება თუ არა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ორ ქვეყანას შორის, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. როგორც დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეები დედაქალაქებში კონსულტაციებისთვის დაბრუნდნენ. 

„მხარეებმა პრიორიტეტული თემები გამოავლინეს, ასევე, გარკვეული გადაწყვეტილებები დასახეს. ამ გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, მხარეები კონსულტაციებზე დედაქალაქებში გაემგზავრნენ... მოვილაპარაკეთ, რომ მეორე რაუნდიც შედგება“, - განაცხადეს გუშინ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics