15:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 10:16:41, 619 ნახვა

მსოფლიო
CNN - სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ რუსეთის კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კმ სიგრძისაა

„სიენენი“ Maxar Technologies-ის სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა.

ფოტოებზე ჩანს ასობით ტანკი, არტილერია, ჯავშანტექნიკა და ლოგისტიკური მანქანები. როგორც გამოცემა წერს, კოლონა მასიურია, რაც მეტყველებს სამხედრო ძალაზე, რომელიც რუსეთმა მოაგროვა კიევის აღების მიზნით.

Maxar Technologies-ის სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, კოლონა ანტონოვის ავიაბაზიდან ​ პრიბირსკის ჩრდილოეთამდეა გადაჭიმული და კიევის ცენტრიდან 24 კილომეტრითაა დაშორებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics