15:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 03:45:47, 541 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ხარკოვში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით მათ ომის დანაშაული ჩაიდინეს, ამას არასოდეს აპატიებს მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ  სარაკეტო არტილერიით ხარკოვის სასტიკი დაბომბვა, აშკარა ომის დანაშაულია.

"მშვიდი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი უბნები. არც ერთი სამხედრო ობიექტი. ათობით თვითმხილველის ჩანაწერი ადასტურებს, რომ ეს არ არის ცრუ ზალპობა, არამედ ადამიანების მიზანმიმართული განადგურებაა. რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. აუცილებლად იქნება ტრიბუნალი. რაც საოკუპაციო ჯარებმა გააკეთეს არის საერთაშორისო დანაშაული, არის ყველა კონვენციის დარღვევა. მსოფლიოში არავინ მათ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას", - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა მიმართვაში.
პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო, რომელიც სჩადის ომის დანაშაულებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არ შეიძლება იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, ის უნდა იყოს დაკეტილი მსოფლიოს ყველა პორტისთვის, არხისთვის, აეროპორტისთვის.
"მშვიდობიანი, ამაყი, ძლიერი ხარკოვი. თქვენ ყოველთვის ასეთი იყავით. თქვენ ყოველთვის ასეთი იქნებით. ჩვენც გავუძლებთ ამას. ჩვენ დავიცავთ უკრაინას. ჩვენ დავეხმარებით ყველას, ვინც დაზარალდა ოკუპანტის არაადამიანური შემოჭრისგან", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics