14:30 - 04 May, 2026
|
2022-02-28 21:04:14, 631 ნახვა
მსოფლიო
რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგ, პირველი განცხადებები გაკეთდა
„მხარეები კონსულტაციაზე დედაქალაქებში მიდიან“, - ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბელარუსის მედია იუწყება. Belta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების, პირველი ექვსსაათიანი რაუნდი დასრულების შემდეგ, „მხარეებმა პრიორიტეტული თემები განსაზღვრეს, რაზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. „მხარეებმა პრიორიტეტული თემები გამოავლინეს, ასევე, გარკვეული გადაწყვეტილებები დასახეს. ამ გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, მხარეები კონსულტაციებზე დედაქალაქებში გაემგზავრნენ... მოვილაპარაკეთ, რომ მეორე რაუნდიც შედგება“, - დასძინა მიხეილ პოდოლიაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)