|
2022-02-28 15:45:59, 767 ნახვა
მსოფლიო
ANONYMOUS-მა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაზე წვდომა მოიპოვა და 40 000 ფაილი გაავრცელა
მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერების გაერთიანებამ, Anonymous-მა მოპოვა რუსეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაზე წვდომა და 40 000 ფაილი გაავრცელა. ანონიმუსის 65-ე ბატალიონი ტვიტერზე წერს, რომ მათ არ გააჩნიათ ამ რაოდენობის მასალის თარგმნისათვის საჭირო რესურსები და თარჯიმნის დახმარებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymous-მა უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს, რუსეთის მთავრობას ომი გამოუცხადა. მათ მოიპოეს და გაავრცელეს დაახლოებით 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილები ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან. ისინი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავენ და აფრთხილებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიას არ შეწყვეტს, მაშინ სახელმწიფო ვებსაიტების დაჰაკვას განაგრძობენ. მანამდე კი, ჰაკერულმა დაჯგუფებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, Russia Today და გაზპრომის გვერდები გათიშეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)