14:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 12:28:33, 622 ნახვა

მსოფლიო
კონდოლიზა რაისი - დღეს ქართველები აპროტესტებენ რუსულ ქმედებებს, რაც მეტყველებს, რომ პუტინმა მიზნებს ვერ მიაღწია

დღეს ქართველებს თავისუფლად აპროტესტებენ რუსულ მოქმედებებს რაც, მეტყველებს იმაზე, რომ პუტინმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია საქართველოში.  - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა FOX NEW-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით,  პუტინმა გააკეთა უკრაინაში ისეთი რაღაცები, რაც მას  2008 წელს საქართველოში არ გაუკეთებია.

"პუტინმა ისეთი რამ გააკეთა უკრაინაში, რაც პირდაპირ გეტყვით, მას საქართველოში 2008 წელს არ გაუკეთებია. ვგულისხმობ, რომ საქართველოში კამპანია შედარებით სწრაფი იყო და ააღვნიშნავ, რომ დღეს დილით ვნახე ომის წინააღმდეგ, მასიური პროტესტის ამსახველი ფოტოები საქართველოდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ შეინარჩუნა ძალაუფლება 2008 წელს. რუსებმა პირადად  მითხრეს, რომ მათ სურდათ სააკაშვილის წასვლა და მე ვუთხარი, რომ ჩვენ არ გვექნებოდა ფარული მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტის გადაყენებასთან დაკავშირებით.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ გადარჩა, არამედ დღეს ქართველებს თავისუფლად აპროტესტებენ რუსულ მოქმედებებს რაც, მეტყველებს იმაზე, რომ პუტინმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია საქართველოში. პუტინის იმედგაცრუება, ეს არის ის, რაც უკან დახევას აიძულებს. ", -  განაცხადა კონდოლიზა რაისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics