|
2022-02-27 14:29:12, 772 ნახვა
მსოფლიო
სანქციების შედეგად, რუსეთის ცენტრალური ბანკის მომხმარებლებმა ანგარიშებიდან ფულის გატანა დაიწყეს
რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, რუსეთის ცენტრალური ბანკის მომხმარებლებმა თავიანთი ანგარიშებიდან ფულის გატანა დაიწყეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრალური ბანკი განცხადებას აქვეყნებს და მომხმარებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. „რუსეთის ბანკს ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებისა და ფინანსური სექტორის ოპერაციული უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსები და ინსტრუმენტები გააჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, შაბათს ევროპამ, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ განაცხადეს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაიყინება. ინფორმაციის მიხედვით, რუსეთს დაახლოებით, 630 მილიარდი დოლარის რეზერვები (470 მილიარდი ფუნტი) აქვს. აღნიშნული ბანკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საზღვარგარეთ ქვეყნიდან აქტივების გაყიდვას შეაჩერებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)