|
2022-02-27 13:37:12, 811 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი - უკრაინაზე თავდასხმა პუტინისთვის შეიძლება, დასასრულის დასაწყისი იყოს, მაგრამ მეშინია, რომ ეს კონფლიქტი წლები გაგრძელდება
რუსეთის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, „შეიძლება იყოს დასასრულის დასაწყისი“, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა. Sky News-თან საუბრის დროს, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის „ძლიერ და მამაც წინააღმდეგობას“ აკვირდება და უკრაინელი სამხედროებისათვის იარაღის მიწოდებასა და ეკონომიკურ მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „სტრატეგიული შეცდომა დაუშვა“ იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ზიანს აყენებს დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკას. „მეშინია, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს და იყოს ძალიან სისხლიანი. უკრაინის ომი დიდ ბრიტანეთს „ეკონომიკურ ფასს“ გადაახდევინებს, თუმცა ბრიტანელი ხალხი მიხვდება იმ ფასს, რომელსაც გადავიხდით, თუ ახლა პუტინს წინააღმდეგობას არ გავუწევთ”, - დასძინა ლიზ ტრასმა. გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მან „ოლიგარქების სია შეადგინა“ და შეიძლება, რომ „სანქციების მოძრავი პროგრამაც“ ამოქმედდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)