10:32 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 17:14:13, 475 ნახვა

მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო - კიევი თავდაცვის ფაზაშია გადასული, ვითარება მძიმე და დაძაბულია

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული და რუსეთს სურს, რომ კიევი მუხლებზე დააჩოქოს და გაანადგუროს. 

მერმა კიევის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ თავშესაფრები არ დატოვონ.

„ზოგიერთ რაიონში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. უკრაინელი სამხედროები ანეიტრალებენ რუსულ დივერსიულ ჯგუფებს. სამწუხაროდ, ამ დივერსიული ჯგუფების ნაწილმა კიევში შეაღწია. მტერს სურს დედაქალაქი მუხლებზე დააჩოქოს და ჩვენ გაგვანადგუროს.

დარჩით სახლში - სახლში ან თავშესაფრებში. გასვლა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაშის სიგნალზე მიდიხართ თავშესაფარში. თავშესაფრების რუკა შეგიძლიათ იხილოთ ქალაქის ხელისუფლების ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში. მოვუწოდებ კიევის სხვა რაიონების მოსახლეობას, არ დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფრები. იმისთვის, რომ საფრთხეში არ აღმოჩნდეთ",- განაცხადა კიევის მერმა. 

მერის თქმით, სიტუაცია მძიმე და დაძაბულია.

„მძიმე ვითარებაა. მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ყველანაირად ვეხმარებით. ჩვენ, როგორც ქალაქის ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს“, - განაცხადა კლიჩკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics