2022-02-24 21:29:28, 486 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღო
რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილ პოდოლიაკმა უკვე დაადასტურა.
უკანასკნელი ცნობებით, შეტევა ბელარუსიდან შესულმა რუსულმა სამხედროებმა განახორციელეს და სადგურში მომუშავე ადამიანები მძევლად აიყვანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩერნობილის ხელში ჩაგდება, მთელი ევროპის წინააღმდეგ ომის გამოცხადების მცდელობაა.
ამბავს უკრაინული მედია, UNIAN იუწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,