09:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 14:32:13, 573 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა მარიუპოლისა და სჩასტიეს ქალაქებზე სრული კონტროლი დაიბრუნეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფრომაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მარიუპოლსა და სჩასტიეს ქალაქებზე სრული კონტროლი დაიბრუნეს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ხარკოვის მახლობლად ოკუპანტების 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა არანაკლებ 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და ათობით ერთჯერადი ჯავშანმანქანა

"უკრაინის თავდაცვის ძალები რუსი აგრესორის შეტევას ახორციელებენ.

ჩერნიგივის რაიონში მოწინააღმდეგე გავაჩერეთ.

მნიშვნელოვანი ბრძოლები იმართება უშუალოდ ხარკოვში და გაერთიანებული ძალების მოქმედების არეალში. ხარკოვის მახლობლად გზაზე ოკუპანტების 4 ტანკი დაიწვა.

ჩვენი სამხედრო ძალებით, მარიუპოლსა და სჩასტიეზე ქალაქებზე სრული კონტროლი დავიბრუნეთ. განადგურდა არანაკლებ 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და ათობით ერთჯერადი ჯავშანმანქანა. სჩასტას ზონაში 50-მდე რუსი ოკუპანტი მოვკალით.

უშუალოდ ხერსონში ვითარება გართულებულია, უკრაინის თავდაცვის ძალები ცდილობდნენ აგრესორისთან გამკლავებას.

ერთად გავიმარჯვოთ!,"- წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics