2022-02-24 11:35:07, 471 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოკუპანტების მიერ ოდესის ოლქში დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6, დაჭრილია 7 და დაკარგულია 19 ადამიანი
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, 08.36 საათის მონაცემებით, ოდესის ოლქში ქალაქ პოდილსკში დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6, დაჭრილია 7 და დაკარგულია 19 ადამიანი.
ხოლო დონეცკის რაიონის ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია 1 და დაშავებულია - 2 ადამიანი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,