2022-02-24 10:06:43, 516 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოგდეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ჯარების განცხადებით ლუგანსკის ოლქში ჩამოგდებულია 5 რუსული თვითმფრინავი და 1 დამრტყმელი შვეულმფრენი
"გაერთიანებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზეა განლაგებული. შეინარჩუნეთ სიმშვიდე! - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,