08:39 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 21:16:25, 716 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვამ უკრაინა გააფრთხილა რომ რუსეთი ქვეყანაში 48 საათის განმავლობაში შეიჭრება

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ აშშ-ს დაზვერვის თანახმად, რუსეთი ემზადება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის 48 საათის განმავლობაში. ამის შესახებ Newsweek აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.
„გარდა ამისა, ავიაციის დამკვირვებლების ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე, დღეს დილით, მოკლე ფრენა უკრაინის თავზე, სადაზვერვო თვითმფრინავით განხორციელდა“, - თქვა წყარომ.
თეთრი სახლის გაფრთხილების შესახებ ინფორმაცია Newsweek-ის უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომაც დაადასტურა. მან დასძინა, რომ ეს არის მესამე ასეთი გაფრთხილება შეერთებული შტატებიდან მიმდინარე თვეში.

აშშ-ს დაზვერვის ანონიმური წარმომადგენლის თქმით, პენტაგონი მოელის, რომ რუსული თავდასხმა მოიცავს საჰაერო თავდასხმებს, საკრუიზო რაკეტებს და სახმელეთო შეჭრას. გარდა ამისა, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ შევიდნენ არა მხოლოდ დონეცკიდან და ლუგანსკიდან, არამედ ბელორუსის ტერიტორიიდანაც. სხვა წყარომ განუცხადა Newsweek-ს, რომ შეჭრა დაიწყება კიბერშეტევით, რასაც მოჰყვება სახმელეთო შეჭრა, რომელიც სავარაუდოდ ღამით მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics