2022-02-23 15:18:35, 798 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ქვეყნის მასშტაბით, ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიის გარდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
როგორც „უნიანის“ კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ დენილოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
ხელმძღვანელის თქმით, საბჭოზე უკრაინის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა შემდეგი ნაბიჯი „უმაღლესი რადის მიერ გადაწყვეტილების მიღებაა“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,