07:58 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 12:35:57, 778 ნახვა

მსოფლიო
რუსეთს სანქციები ავსტრალიის მთავრობამაც დაუწესა

ავსტრალია მოგზაურობის აუკრძალვას და მიზანმიმართულ ფინანსურ სანქციებს დააწესებს რუსეთის უშიშროების საბჭოს რვა წევრს, - ამის შესახებ,  ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა.

 ავსტრალიის პრემიერის თქმით,  გაფართოვდება უკვე არსებული სანქციები  „რომელიც ეხება, ყირიმის და სევასტოპოლის ოკუპაციას. 

იაპონიის მთავრობის განცხადებით, აიკრძალება ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ.

„რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ.

რაც შეეხება კანადას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ეკონომიკური სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა. მისივე თქმით, ასევე სანქციები დაუწესდებათ რუსეთის პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭირეს მხარი.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა რუსეთის ელიტის და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, ასევე რუსეთის სუვერენულ ვალზე და რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს მსოფლიო ბაზრებზე ობლიგაციებით ვაჭრობას და სესხების მიღებას.
ამის შესახებ საგანგებო მიმართვისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics