07:58 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 10:18:32, 740 ნახვა

მსოფლიო
რუსეთს სანქციები კანადამ და იაპონიამაც დაუწესა

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ, რუსეთს სანქციებს კანადა და იაპონიაც უწესებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იაპონიის მთავრობის განცხადებით, აიკრძალება ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ.

„რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ.

რაც შეეხება კანადას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ეკონომიკური სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა. მისივე თქმით, ასევე სანქციები დაუწესდებათ რუსეთის პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭირეს მხარი.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო. მოსკოვს სანქციები დაუწესა აშშ-მა და ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ კი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ლიცენზია შეაჩერა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics