07:58 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 22:31:21, 516 ნახვა

მსოფლიო
რუსეთს დიპლომატები და საკონსულოს თანამშრომლები უკრაინიდან გაჰყავს

„რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინაში მოქმედი დიპლომატიური დაწესებულებებიდან პერსონალი გაიყვანოს“, - ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების, საელჩოებისა და გენერალურ საკონსულოებში მომუშავე თანამშრომლების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად მიიღო.

„2014 წლიდან კიევში რუსეთის საელჩოზე და ოდესაში, ლვოვსა და ხარკოვში რუსეთის გენერალურ საკონსულოებზე არაერთი თავდასხმა მოხდა. პროვოკაციები რეგულარულად ეწყობოდა კიევში მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრის წინააღმდეგ, ზიანი მიაყენეს მისი ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

აგრესიული ქმედებების ობიექტები რუსი დიპლომატებიც ხდებოდნენ. მათი მიმართულებით ისმოდა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები, წვავდნენ მათ ავტომობილებს. კიევის ხელისუფლება მომხდარზე საკონსულო და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციების შესაბამისად არ რეაგირებდა.

შექმნილ ვითარებაში ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ვიზრუნოთ რუს დიპლომატებსა და საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში ჩვენს თანამშრომლებზე. მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინაში მოქმედი დიპლომატიური დაწესებულებებიდან პერსონალი გაიყვანოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics