2022-02-20 12:46:28, 719 ნახვა
მსოფლიო
ევროპული ავიაკომპანიები უკრაინის საჰაერო სივრცეში რეისების გაუქმებას აგრძელებენ
გერმანულმა ავიაკომპანიამ, Lufthansa-მ უკრაინაში არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, კიევისა და ოდესას მიმართულებით რეისები გააუქმა.
„Lufthansa მუდმივად აკვირდება მდგომარეობას და შემდგომ ფრენებზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენევთ, რომ Lufthansa პირველი ევროპული ავიაკომპანია არ არის, რომელმაც უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. გასულ კვირას, ნიდერლანდურმა კომპანიამ KLM-მა და ბრიტანულმა, British Airways-მა უკრაინაში ფრენები გააუქმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,