06:19 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-20 12:25:36, 1049 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი უკრაინაზე შეტევის საბაბის შესაქმნელად ემზადება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ძაბავს სიტუაციას დონბასში, რათა შექმნას საბაბი შეტევისთვის უკრაინაზე. მისი თქმით, ომის რისკი რჩება "ძალიან, ძალიან მაღალი".
 სტოლტენბერგმა შეჭრისთვის მომზადების ნიშნების, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას უწოდა, გენმდივანისთვის საგანგაშოა „ცრუ ბრალდებები“ თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების მაცხოვრებლების გენოციდის შესახებ.  მისი თქმით, უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარები არ გაჰყავთ, „პირიქით, ახლები შემოდიან“.
ამასთან, ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დეესკალაციის ალბათობა კვლავ არსებობს - მისი აზრით, სანქციების ზეწოლას შეუძლია ხელი შეუწყოს ამას.
"ჩვენ გვინდა ვაიძულოთ რუსეთი შეცვალოს კურსი და დაჯდეს ჩვენთან მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნებს არ გადაუწყვეტიათ ალიანსის გაფართოება. მანამდე მსგავს ღონისძიებას რუსეთი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა. რუსული მხარე თვლის, რომ ნატომ უნდა მიატოვოს აღმოსავლეთით გაფართოება უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე და დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას (ამ მომენტიდან ალიანსს 14 ქვეყანა შეუერთდა).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics