2022-02-20 11:08:39, 768 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
იგი აღნიშნავს, რომ ბულგარეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს.
,,სასარგებლო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში და გვქონდეს კოორდინაცია შავი ზღვის ლოჯისტიკის ნაწილში. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე",-აღნიშნავს კირილ პეტკოვი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,