04:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 10:52:23, 509 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ეს კრიზისია, რომელიც შექმნა მოსკოვმა, ჩვენ არ აგვირჩევია დაპირისპირება, თუმცა მზად ვართ ამისთვის

ეს არის კრიზისი, რომელიც შექმნა მოსკოვმა, ჩვენ არ აგვირჩევია დაპირისპირება, თუმცა მზად ვართ ამისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის საზღვართან არსებულ დაძაბულობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის კრიზისი მხოლოდ მას არ ეხება და მეტს ნიშნავს, რაც გულისხმობს სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნად ყოფნის სურვილს და იდეას, რომ კრემლმა გადაწყვიტოს, რა სურთ უკრაინელებს, ევროპა უბრალოდ ვერ მიიღებს. 

„ჩვენ ახლა ორი განსხვავებული მომავალი გვაქვს წინ. ერთში, კრემლი გადაწყვეტს ომის დაწყებას უკრაინის წინააღმდეგ, უზარმაზარი ადამიანური ხარჯებით, ეს მოსკოვის ურთიერთობას ჩვენთან სერიოზულად დააზიანებს. დაიწყება მკაცრი  სანქიები, რაც მძიმე შედეგებს მიიტანს რუსეთის ეკონომიკაზე და მისი მოდერნიზაციის პერსპექტივაზე, თუმცა, შესაძლებელია სხვა მომავალიც, რომელშიც რუსეთი და ევროპა ითანამშრომლებენ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. მომავალი, რომელშიც თავისუფალი ქვეყნები ერთად, მშვიდობიანად იმუშავებენ, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics