|
2022-02-15 14:30:48, 671 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა, ვლადიმერ პუტინტთან შეხვედრამდე, რუსული PCR ტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც რუსეთში პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა, კორონავირუსის რუსული PCR ტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედიასაშუალებები ავრცელებენ და ამბობენ, რომ ოლაფ შოლცს PCR ტესტი რუსეთში გერმანიის საელჩოს ექიმმა ჩაუტარა. Bild-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ ოლაფ შოლცს და გერმანიის დელეგაციის წევრებს მოსკოვში ვიზიტამდე სამი PCR ტესტის გაკეთება სთხოვა. ბოლო ტესტი გამგზავრებამდე 24 საათით ადრე უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ სთხოვა, რომ ფრენის დასრულების შემდეგ, რუს ექიმებს კვლავ ჩაეტარებინათ გერმანიის დელეგაციის წევრებისთვის PCR ტესტები. გაზეთი აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერი არ დათანხმდა ბოლო პირობას და PCR ტესტი არა რუს ექიმებს, არამედ რუსეთში გერმანიის საელჩოს ექიმს გააკეთებინა. ამასთან, გერმანული მხარე დათანხმდა, რომ ტესტირებას რუსეთის წარმომადგენლებიც დასწრებოდნენ. Bild-ის ცნობით, ტესტირების პროცედურის ცვლილების გამო, გერმანიის კანცლერი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა გრძელ მაგიდასთან დასხდნენ, როგორც ეს მოხდა რუსეთის პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრის დროს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)