03:55 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 11:24:40, 891 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია და განუცხადა, რომ მისი ვიზიტი ძლიერი სიგნალი იქნება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო  ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ლიდერებმა უსაფრთხოების ვითარება განიხილეს, გაცვალეს არსებული ინფორმაცია და იმსჯელეს დეესკალაციის გზებზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ესმის ყველა არსებული საფრთხისა და მზად არის, სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის.

„მოდით, შევაჩეროთ ყოველგვარი ესკალაცია უკრაინის მიმართ. უკრაინის დედაქალაქი, კიევი, ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქები - ხარკოვი, ლვოვი, დნეპრი, ოდესა - უსაფრთხო და საიმედო დაცვის ქვეშ არიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია.

უკრაინული მედია წერს, რომ თანამოსაუბრეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს პოზიციების ერთიანობა სამშვიდობო პროცესის განბლოკვისა და სტაბილურობის აღდგენის მიზნით, პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების მნიშნელობაზე ისაუბრს.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა. ამასთანავე, ლიდერებმა რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში, სანქიების განხილვის საკითხზეც ისაუბრეს. ამასთანავე, განიხილეს უკრაინის ფინანსური და ენერგეტიკული სტაბილურობის გაზრდის საკითხი, არსებული გამოწვევების ფონზე.

ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და უკრაინაში მიიწვია.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ჩამოსვლა კიევში უახლოეს დღეებში, რაც გადამწყეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, ძლიერი სიგნალი იქნება და ხელს შეუწყობს დეესკალაციას“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics