01:34 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-05 11:11:59, 534 ნახვა

მსოფლიო
ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა, შარლ მიშელმა და ემანუელ მაკრონმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვიდეოკონფერენცია გამართეს. ვიდეოკონფერენციის შესახებ ინფორმაციას სომხური და აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

„ევროკავშირი და საფრანგეთი მზად არიან იმუშაონ პარტნიორებთან, მათ შორის ეუთოსთან, წარმატებული უსაფრთხო და სტაბილური სამხრეთ კავკასიის ასაშენებლად“, - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე, ნდობის გამყარებაზე, კომუნიკაციების გახსნაზე, საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

მედიის ცნობით, საუბრის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდასა, ასევე გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვის, რკინიგზისა და საავტომობილო დერეფნების გახსნის საკითხებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics