21:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-18 14:03:23, 743 ნახვა

მსოფლიო
NYT-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო – აღნიშნულს რუსეთი უარყოფს

გამოცემა New York Time–ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო. 

როგორც გამოცემა უკრაინის უსაფრთხოების სამსაურში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, კიევში არსებულ რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატთა ნაწილის ოჯახები მოსკოვში 5 იანვარს გაემგზავრნენ. 

ამასთანავე, გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატების 30-მდე ოჯახის წევრმა კიევი და ლვოვი უკვე დატოვა. რუსეთის კიდევ ორ საკონსულოში დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის მზადყოფნა ურჩიეს.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და უარყო ინფორმაცია.

„უკრაინის დედაქალაქ კიევში მდებარე რუსეთის საელჩო საშტატო რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადეს საგარეო უწყებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics